ილიაუნელმა კალათბურთელებმა ჩემპიონატი მოგებით დაიწყეს
კალათბურთის სტუდენტური ჩემპიონატი ილიაუნის ნაკრებმა გუნდმა წარმატებულად დაიწყო და ჯგუფური ეტაპის პირველსავე ტურში დიდი ანგარიშით (96:43) სძლია მეტოქეს - საქართველოს უნივერსიტეტს.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მორიგ წარმატებას მიაღწია ილიაუნის გუნდმა, რომელმაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კალათბურთელები დიდი ანგარიშით - 106:54 დაამარცხა. ილიაუნის გუნდს ყველაზე მეტი, 32 ქულა ირაკლი ჯანხოთელმა მოუტანა. მე-3 ტურის მატჩს ილიაუნელები 2 დეკემბერს, 16:00 საათზე, ბათუმის საზღვაო აკადემიის კალათბურთელებთან გამართავენ.
კალათბურთის სტუდენტური ჩემპიონატი 2016 საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასში 20 უმაღლესი სასწავლებლის გუნდი მონაწილეობს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ასპარეზობს.